Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებმუხლი 12

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ, მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისეებად შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918−1921 წლებში მონაწილეობდნენ საქართველოს დასაცავად და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ბ) საქართველოში 1921−1924 წლებში ეროვნული მოძრაობის მონაწილეები ან დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი აღნიშნულ პერიოდში საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი II. ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების სოციალური დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ივნ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2025

    მე-12 მუხლის ძირითად ნაწილსა და ა–გ ქვეპუნქტებში „ინვალიდი“ და „დაინვალიდნენ“ შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ფორმულირებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №30

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 11შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ
  • 9საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
  • 14იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა, რომლებსაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 17შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები
  • 1სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 14
  • 10
  • 11

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

  • 5იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 16შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის დანიშვნა

ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • 5ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 142²შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141011142²55161411917112
მითითებამნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…სამხედრო, შინაგან საქმ…სამედიცინო-სოციალური ე…ჩერნობილის ატომურ ელექ…სახელმწიფო კომპენსაციი…ქ. თბილისში 1989 წლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026