ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ, მიეკუთვნებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილნი (გადამდგარნი), პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო მოსამსახურეებთან გათანაბრებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედებების რაიონში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; გ) შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების რაიონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მთავრობის საბრძოლო დავალებების შესრულების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად; ე) პირები, რომლებსაც  ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ამ პერიოდში დაჭრის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად; ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტინგენტს ემსახურებოდნენ და რომლებსაც დაუდგინდათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011

    მე-11 მუხლში უარის გასაჩივრების ობიექტია არა კონკრეტული სამინისტროს მინისტრის, არამედ შესაბამისი მინისტრის ბრძანება; 10-დღიანი ვადები უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
  3. მე-11 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში ინვალიდთა კატეგორიებს დაემატა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის პირები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161411516127211713410711
მნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…სამხედრო, შინაგან საქმ…სამედიცინო-სოციალური ე…დასაქმების ხელშეწყობის…სახელმწიფო კომპენსაციი…ჩერნობილის ატომურ ელექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა