საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები; დ ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები ( ეკიპაჟი ) , რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში : ე ) (ამოღებულია). საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი №13, 07.06.1996 წ., გვ.21 საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.153 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.189 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3930 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ
მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №29 · ძალაშია 1 იან. 2022-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2021
მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ჩამონათვალს დაემატა იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, ხოლო დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია (მრავლობითი რიცხვი, ჩამონათვალის გადაკეთება).
- · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში „აგრეთვე“-ს ნაცვლად ჩაიწერა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რის გამოც მისი მოსამსახურეები და მუშაკები ბრძოლის მონაწილეთა წრეში შედიან.
- · გამოქვეყნდა 6 ივლ. 2011
მე-9 მუხლში პირადი საქმის შემდგენი კომისია ახლა თვითმმართველი ერთეულის გამწვევი კომისიაა, თბილისში — რაიონისა; „რაიონის (ქალაქის)“ ფორმულირება ამოღებულია.
მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი მთლიანად ამოღებულია, ამიტომ ამ კატეგორიის სამოქალაქო პირები მუხლის ტექსტში აღარ არის მოხსენიებული.
- · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2004
- · გამოქვეყნდა 10 ივლ. 1999
მე-9 მუხლს დაემატა ორი ახალი კატეგორია: „დ“ ქვეპუნქტი — სამოქალაქო ავიაციის მფრინავები და „ე“ ქვეპუნქტი — დაცვისას მომუშავე სამოქალაქო პირები.
მე-9 მუხლში სამინისტროების მოსამსახურეთა და მუშაკთა ჩამონათვალს დაემატა დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

