რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 11. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სხვა პირთა მოვალეობები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები (რომლებიც შეიცავს ბუნებაში წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნივთიერებებს), ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსებამდე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ შესაბამისად; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი უსაფრთხო განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 ნოე. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382234734 (დ…109514 (დ…59575811
მნიშვნელობით ახლოსრადიოაქტიური ნარჩენები…რადიაციული დაცვის, ბირ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების შეგროვების,…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა