საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 22. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.

2.ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.

3.გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4.აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

5.ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.

6.სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს.

7.ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.

8.პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

10.გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება იმავე კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4494 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №907 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარემოს ხარისხობრივი ნორმების დაცვის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. 3. გარემოს ხარისხობრივი ნორმების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. აკრძალულია რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოპოვება, მიღება, დამზადება, წარმოება, ბრუნვა და გამოყენება, აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე. 5. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არინ შეაჩერონ რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება, თუ ირღვევა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას. 6. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის, მათ შორის, სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიური მეთოდებით მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცედურების უსაფრთხოების ნორმებს. 7. ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს ამ ადგილებში მყოფი პირების ჯანმრთელობისათვის საზიანო და არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს მიერ დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. 8. პირი, რომლის საქმიანობამაც გამოიწვია ადამიანის საცხოვრებელ ან მუდმივად ყოფნის ადგილებში სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოს ხარისხობრივი ნორმების დარღვევა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. 10. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში სამინისტროს კომპეტენცია დგინდება იმავე კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4494 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №907 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 31 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 24 ნოე. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18165717029283036391222
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებჯანმრთელობის დაცვის შე…რადიაციული დაცვის, ბირ…ატმოსფერული ჰაერის დაც…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა