Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარადიოაქტიური ნარჩენების შესახებმუხლი 5

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

მუხლი 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით; დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა.

2.რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შესაბამის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაზე ზედამხედველობა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) დაინტერესებული პირებისა და ქვეყნებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.

3.რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აღკვეთა; გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი დანაყოფების მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების ამოღებაში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განსათავსებლად რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებაში მონაწილეობა.

4.რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; თ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5.დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების მართვა; გ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია; ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

6.დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით; დ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენა. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შესაბამის სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებაზე ზედამხედველობა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) დაინტერესებული პირებისა და ქვეყნებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საცავების ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აღკვეთა; გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი დანაყოფების მეშვეობით რადიოაქტიური ნარჩენების ამოღებაში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში განსათავსებლად რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებაში მონაწილეობა. 4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) განსაზღვრული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის ავტორიზაცია „ბირთვული„რადიაციული დადაცვის, რადიაციულიბირთვული უსაფრთხოებისუსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით; გ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა; ე) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; თ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავებისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხების მართვა; გ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია; ე) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. 6. დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 ივლ. 2023
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-16 · №2

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-07-06
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 6რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა
  • 12საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში
  • 3რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 57რადიოაქტიური ნარჩენების მართვა
  • 8რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენცია
  • 59რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ავტორიზაცია და პასუხისმგებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების
  • 12ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 4გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 18სამინისტროს კომპეტენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13346123612418578595
მითითებამნიშვნელობით ახლოსრადიოაქტიური ნარჩენები…რადიაციული დაცვის, ბირ…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ივნ. 2023