„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 34 (დანართი 1). ნარჩენების მიღების პროცედურა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარჩენების მფლობელი ნარჩენების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ნაგავსაყრელის ოპერატორს (მიწოდებამდე ან მიწოდებისას, ან პირველი მიწოდებისას მრავალჯერადი მიწოდების შემთხვევაში, თუ ნარჩენების სახეობა უცვლელია), შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისობის დასადასტურებლად.

2.ნაგავსაყრელის ოპერატორი ახორციელებს: ა) დოკუმენტაციის შემოწმებას; ბ) ნარჩენების რაოდენობის დადგენას საპლატფორმო სასწორის მეშვეობით; გ) ნარჩენების ვიზუალურ შემოწმებას მიღებისას და განთავსებისას; დ) ნარჩენების ნიმუშების აღებას შემთხვევითი შერჩევის გზით; ე) მიღებული და დამუშავებული ნარჩენების შესახებ აღრიცხვა-ანგარიშგებას ,,ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

3.ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს: ა) ნარჩენების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ბ) ისეთი ნარჩენების მიწოდების შესახებ, რომელთა იმპორტი აკრძალულია ,,ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე უნდა განთავსდეს მხოლოდ სახიფათო ნარჩენები.

5.არასახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე უნდა განთავსდეს მხოლოდ: ა) მუნიციპალური ნარჩენები და სხვა წარმოშობის არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებენ არასახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე მიღების კრიტერიუმებს; ბ) სტაბილური, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენები (მაგ. გამყარებული, გამინებული), რომლებიც ხასიათდებიან ჟონვის ისეთივე ხარისხით, როგორც არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე მისაღები არასახიფათო ნარჩენები ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის მეორე ნაწილის შესაბამისად. ნაგავსაყრელზე მიღების შემთხვევაში სტაბილური, რეაქციისუუნარო სახიფათო ნარჩენები არ უნდა განთავსდეს ბიოდეგრადირებადი არასახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილ უჯრედში/სექციაში.

6.ინერტული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ნაგავსაყრელზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ინერტული ნარჩენები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5347212231 (დ…33 (დ…8 (და…5 (და…14 (დ…7 (და…7 (და…34 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების შეგროვების,…მუნიციპალური ნარჩენები…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა