საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

მუხლი 9. სამეცნიერო საბჭო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეცნიერო საბჭო არის უნივერსიტეტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.

2.სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო.

3.სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას; გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას; დ) უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ე) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 4 ნოე. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 ნოე. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹²910²10⁴10⁶2129²37¹66⁵7639
მნიშვნელობით ახლოსმეცნიერების, ტექნოლოგი…საჯარო სამართლის იურიდ…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს „წითელი ნუ…საერთო სასამართლოების …საქართველოს მეცნიერება…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა