ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 17. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

2.საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.

3.საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

4.საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მრჩეველთა საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5.საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია: ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და რეკომენდაციების წარდგენა; ბ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და სტატისტიკური მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების მომზადება; გ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და წინადადებების წარდგენა; დ) ამ კანონითა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

6.საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

7.საქსტატის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2623³86¹8189151311119 (და…1417
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შრომის ინსპექციის შესა…ადრეული და სკოლამდელი …ადვოკატთა შესახებადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა