Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 66³

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 66³. სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან.

2.დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3.დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

4.დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

5.დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

6.დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.

7.დამოუკიდებელი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს; გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე; დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ; ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით: ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს; ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს; ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას; ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებსა და სტაჟირების ხელმძღვანელს; ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას; ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8.დამოუკიდებელი საბჭოს წევრ მოსამართლეს, აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭოს იმ არამოსამართლე წევრს, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის დამოუკიდებელმა საბჭომ შეიძლება დაუწესოს დანამატები. დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის ეძლევათ ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება სკოლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო (შემდგომ – დამოუკიდებელი საბჭო). დამოუკიდებელი საბჭო შედგება 7 წევრისგან. 2. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ამ კანონით დადგენილი დამოუკიდებელი საბჭოს წევრის ფუნქციების შესრულებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. 3. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი საბჭოს 2 წევრს (1 მოსამართლე წევრს და 1 არამოსამართლე წევრს) მათი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან. დამოუკიდებელი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 4 წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ დამოუკიდებელი საბჭოს წევრთაგან, მისი, როგორც დამოუკიდებელი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 6.  დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობას განსაზღვრავს დამოუკიდებელიორ საბჭო.მოადგილეს. 7. დამოუკიდებელი საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის წესდებას; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტის შედგენის წესს; გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სკოლაში პირის იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვისა და იუსტიციის მსმენელის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე; დ) ისმენს სკოლის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ; ე) სკოლის დირექტორის წარდგინებით: ე.ა) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ე.ბ) ამტკიცებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგენს სკოლის ბიუჯეტს; ე.გ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს; ე.დ) ამტკიცებს სახელფასო ფონდსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას, იუსტიციის მსმენელის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობას; ე.ე) ირჩევს სკოლის დირექტორის მოადგილეებსა და სტაჟირების ხელმძღვანელს; ე.ვ) ამტკიცებს სასწავლო (თეორიული კურსი და სემინარული მუშაობა), სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს; ე.ზ) ამტკიცებს თეორიული კურსისა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამებს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდის კომისიის შემადგენლობას; ე.თ) ამტკიცებს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას; ვ) ახორციელებს ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის დამოუკიდებელ საბჭოში საქმიანობა ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 2 ივლ. 2025
წინა მუხლი 66²⁹შემდეგი მუხლი 66³⁰

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-12-18
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 66⁵დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა
  • 66²⁴სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელთა საბჭო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 18საკონსულტაციო საბჭო

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 20აკადემიური საბჭოს არჩევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6423³204766⁵66²⁴1819548419766³
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026