Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებმუხლი 10⁶

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

მუხლი 10⁶. დაწესებულების პერსონალი

რედაქცია №24 კონსოლიდირებული · 4 თებ. 2026
თემები:აკადემიური პერსონალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დაწესებულების პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2.დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3.დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება: ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.

4.დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე (მოადგილეები).

5.ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6.დაწესებულების სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი განისაზღვრება დაწესებულების საშტატო განრიგით.

7.დაწესებულების დირექტორი დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალთან და დამხმარე პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებს დებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

8.დაწესებულების დირექტორი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას დებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, ლაბორატორიის, ცენტრის და სხვა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.

9.დაწესებულებების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4584 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 10 დეკ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მაი. 1997 – 31 დეკ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 31 მაი. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 10 დეკ. 2015
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10⁵შემდეგი მუხლი 10⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ფაკულტეტის დასაქმების ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 თებ. 2026 · №24

  • 1 ცვლილება · ბოლო 10 დეკ. 2015
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10²დაწესებულების სამეცნიერო საბჭო
  • 10⁴დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები
  • 11სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 37¹უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
  • 40ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
  • 33უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი

პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტება
  • 6 (დანართი 1)მოხელის თანამდებობათა იერარქია
  • 5 (დანართი 1)მოხელის თანამდებობათა დასახელებები და რანგირება

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 29საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა
  • 8მოხელის თანამდებობრივი სარგო

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 11²ადმინისტრაციული პერსონალის კლასები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²10²10⁴1137¹40332 (და…6 (და…5 (და…29810⁶
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…პროფესიული საჯარო მოხე…საჯარო დაწესებულებაში …დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 თებ. 2026 · რედაქცია №24 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026