Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 66⁵

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 66⁵. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა, როგორც წესი, მოიწვევა არანაკლებ წელიწადში  ერთხელ. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისივე დავალებით დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

2.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი სხდომის გამართვამდე ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

3.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომას ესწრება სკოლის დირექტორი, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.

4.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა უმრავლესობა. დამოუკიდებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5.დამოუკიდებელი საბჭო განსახილველ საკითხთან დაკავშირებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6.დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სკოლის ვებგვერდზე.

7.დამოუკიდებელი საბჭოს სხდომის მომზადების, მოწვევისა და წარმართვის წესები განისაზღვრება დამოუკიდებელი საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 აგვ. 2010 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    66⁵ მუხლის პირველ პუნქტში სხდომა, როგორც წესი, არანაკლებ წელიწადში ერთხელ მოიწვევა და თავმჯდომარის არყოფნისას მას მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე უხელმძღვანელებს; მე-2 და მე-6 პუნქტებში ამოღებულია გამოქვეყნების 1 კვირისა და 3 სამუშაო დღის ვადები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 66⁴³შემდეგი მუხლი 66⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 1 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
  • 66⁴დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლება
  • 66³³დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 9საბჭოს სხდომა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23²საბჭო
  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 45პედაგოგიური საბჭო

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 10მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 83საბჭო
  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63დროებითი კომისიის სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4523²23⁹66³66⁴66³³1991063839066⁵
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …დეპოზიტების დაზღვევის …სახელმწიფო შესყიდვების…ზოგადი განათლების შესა…დაგროვებითი პენსიის შე…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026