საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

მუხლი 6¹. დაჩქარებული მომსახურება

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2008

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 50 ლარი; გ) მოძრავ ნივთზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; დ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ვ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი; ზ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი; ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – დოკუმენტაციის შემოტანის დღეს – 10 ლარი.

2.ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 26 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ნოე. 2006 – 26 დეკ. 2008 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 27 ნოე. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
472215¹1110534¹611⁴11²2322146¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის ეროვნუ…საჯარო სამართლის იურიდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…დიზაინის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…სასაქონლო ნიშნების შეს…