საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2008

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ბ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი; გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი; დ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი; ვ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება – დაუყოვნებლივ 5 ლარი.

2.საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწე­რის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლა­რი; ბ) მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი; გ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; დ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში: დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი; დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ 2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი; ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი; ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი; ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმა­ციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლა­რი; თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენ­ტა­რიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი; კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი; ლ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში: ლ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი; ლ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ 2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება­დაურეგის­ტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ბის რეგისტრაციის შედეგად. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 26 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ნოე. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008
  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007
  3. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67³1110734¹6¹711⁴11³11²233136
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის ეროვნუ…სანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო სამართლის იურიდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…ფიზიკური და კერძო სამა…განათლების ხარისხის გა…