1.ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
1¹.პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
1².უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
2.სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი; გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
3.იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი; გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.
4.საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
5.პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
6.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
7.ამ კანონის მე-6 მუხლის „ო 3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.
8.მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი; ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ.

