მოხალისეობის შესახებ

მუხლი 5. მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025
თემები:დასაქმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია აუნაზღაუროს მას მოხალისეობის განხორციელებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯები, მათ შორის: ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები; ბ) მგზავრობის ხარჯები; გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნის და ცხოვრების) ხარჯები; დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2.მოხალისე უფლებამოსილია მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული მოხალისეობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ისარგებლოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებით.

3.მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილია იზრუნოს მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 თებ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26171754566270647174175168255
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ტურიზმის შესახებსაზღვაო კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა