თავდაცვის კოდექსი

მუხლი 168. მოხალისეთა ორგანიზაცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს; გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.

2.სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი) მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს ენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.

3.მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით იღებს სამინისტრო.

4.მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.

5.მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება: ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს; ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს; გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6.მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უჩერდება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში.

7.მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს; გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. 2. სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი) მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს ენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. 3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით იღებს სამინისტრო. 4. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. 5. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება: ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს; ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს; გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 6. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უჩერდება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში. 7. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 168-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში პირობა ახლა ეხება დამფუძნებელს/მმართველი ორგანოს წევრს და არა დამფუძნებელს/წევრს; დანარჩენი ცვლილებები ტერმინოლოგიურია.

  2. · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023

    168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში თანადამფუძნებლობა შეიცვალა დამფუძნებლობით ან წევრობით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29323230324107169170175168
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმოხალისეობის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა