მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია: ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა; ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 1508 1 მუხლით დადგენილი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ; გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე 2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
მუხლი 1508³. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №76 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
24 ივლ. 1997 – 1 აპრ. 2015 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

