Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებმუხლი 45¹

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

მუხლი 45¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მეურვეს უნდა მიაწოდოს.

2.იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის მეურვეს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 45 2 . საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში 1. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

2.საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე შეიტანოს ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტი − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5571 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. მუხლი 45 3 . 2023 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები 1. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45​ 3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ბ) ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

3.ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

4.პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით.

5.პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: ა) იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

6.არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. მუხლი 45 4 . ამ კანონის 45 3 მუხლის მოქმედების ვადა ამ კანონის 45 ​ 3 მუხლი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №674 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1206 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. მუხლი 45 5 . ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის განხორციელებისას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRA) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია: ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით; ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით; გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას. საქართველოს 2021 წლის 28 იანვრის კანონი №98 – ვებგვერდი, 28.01.2021წ. მუხლი 46. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი თბილისი, 2007 წლის 27 ივნისი. №5069–რს

რედაქციების შედარება

1. თუ პირი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მეურვეს უნდა მიაწოდოს. 2. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის მეურვეს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 45 2 . საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში 1. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე შეიტანოს ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტი − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5571 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. მუხლი 45 3 . 2021 წლის 1 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები 1. იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 45​ 3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ანიჭებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომითი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ბ) ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული; ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. 4. პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პრინციპების დაცვით. 5. პირის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში მას გასაგები ფორმით უნდა განემარტოს: ა) იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. 6. არასრულწლოვანის იზოლაციის ან/და კარანტინში გადაყვანის შესახებ აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე ეცნობება მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება №1/1/1505,1515,1516,1529 – ვებგვერდი, 22.02.2021წ. მუხლი 45 4 . ამ კანონის 45 3 მუხლის მოქმედების ვადა ამ კანონის 45 ​ 3 მუხლი მოქმედებს 2021 წლის 1 ივლისამდე. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5972 – ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6778 – ვებგვერდი, 14.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №37 – ვებგვერდი, 29.12.2020წ. მუხლი 45 5 . ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დროებითი წესი პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის განხორციელებისას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRA) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია: ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით; ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით; გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას. საქართველოს 2021 წლის 28 იანვრის კანონი №98 – ვებგვერდი, 28.01.2021წ. მუხლი 46. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი თბილისი, 2007 წლის 27 ივნისი. №5069–რს

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 45²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №45

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2015-03-31
4
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 3მუხლი 45³მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 45²საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 4512015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508¹ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი
  • 1508²2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 1508³მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 32¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 98¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

რეფერენდუმის შესახებ

  • 302015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 282015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 332⁴2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 309¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26345³845²4511508¹1508²1508³23¹30332⁴2898¹32¹45¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025