Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 1508²

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 1508². 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.

2.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

3.თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

4.თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

5.თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

6.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

7.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გაათავისუფლებს მეურვეს თავისი მოვალეობისაგან და მიმართავს სასამართლოს სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის.

8.თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე მეურვეობის განხორციელებისას ანგარებით იმოქმედებს ან სამეურვეო პირს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე დატოვებს, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

9.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის დაწესებული მეურვეობა შეწყდება, თუ: ა) სამეურვეო პირი გარდაიცვალა; ბ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

10.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არ შეიძლება იყოს ანდერძის მოწმე, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

11.2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი სამკვიდროს იღებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

12.თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

წინა მუხლი 1508¹შემდეგი მუხლი 1508³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №140

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508¹ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი
  • 1508³მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 309¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 4512015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 98¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 332⁴2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 282015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 37¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

არბიტრაჟის შესახებ

  • 46¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113³2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 32¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
113³4511508¹1508³23¹46¹332⁴28309¹37¹98¹32¹1508²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026