სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 33-ე მუხლში პირველი პუნქტით ნუსხას ამტკიცებს მინისტრი ან უწყების ხელმძღვანელი აქტით, ხოლო ახალი მე-3 პუნქტი ამავე წესით ადგენს სპეციალობათა ნუსხას, კოდებსა და მინიჭებაზე უფლებამოსილ პირს.

  2. 33-ე მუხლის პირველ პუნქტში თანამდებობათა ნუსხის დამამტკიცებელი ორგანო მთავრობაა; ახალი მე-3 პუნქტით სპეციალობათა ნუსხას მთავრობა განსაზღვრავს.

  3. მე-2 პუნქტში საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თანამდებობისა და წოდების მიხედვით ადგენს თავდაცვის მინისტრი ან მისი უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური აქტით. ახალი მე-3 პუნქტი სპეციალობათა ნუსხისა და მინიჭების უფლებამოსილი პირის განსაზღვრას პრეზიდენტის განკარგულებას ან მისი უფლებამოსილი პირის აქტს აკისრებს.

  4. 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გენერალური შტაბი გაერთიანებული შტაბით შეიცვალა, თავდაცვის მინისტრთან შეთანხმება დაკონკრეტდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებად, პირველ პუნქტში კი „სხვა“ დაემატა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
185⁵54168¹233 (მე…628395911533
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამხედრო პოლიციის თანა…სპორტის შესახებსახელმწიფო სპეციალური …საჯარო სამსახურის შესა…უმაღლესი განათლების შე…