უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 8¹. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შესაბამისი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას; გ) პასუხისმგებელია სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; დ) უზრუნველყოფს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; ე) მონაწილეობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია: ა) განახორციელოს სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელება.

3.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები.

4.ამ კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის  შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

5.სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.

6.მეთაურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით რექტორისთვის განსაზღვრული ნორმები, თუ საქართველოს  კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3525 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1140 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №118 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22027268⁵8⁶8⁴458221151181128¹
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს ადმინისტრა…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა