სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 32. სამხედრო სამსახურის ვადები

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები: ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე; ა 1 ) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის − არანაკლებ 3 წლისა; ა 2 ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი; ე) (ამოღებულია - 30.04.2014, №2323).

2.სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე.

2¹.შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხ პირთა სიების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ.

2².პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია ამის დამადასტურებელი შეტყობინება გადასცეს ამ პირს ან გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს.

3.სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

4.სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2396 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.226 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.91 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98 საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი, 0 6 .0 3 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2323 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები: ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე; ა 1 ) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის − არანაკლებ 3 წლისა; ა 2 ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია); დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი; ე) (ამოღებულია - 30.04.2014, №2323). 2. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. 2 1 . შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხ პირთა სიების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ. 2 2 . პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია ამის დამადასტურებელი შეტყობინება გადასცეს ამ პირს ან გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს. 3. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. 4. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2396 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.226 საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.91 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98 საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი, 0 6 .0 3 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2323 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 8 აგვ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. 32-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი 24-საათიანი ვადით ჩარიცხვის აქტის გამოსაცემად და 2² პუნქტი სამსახურის გავლის დამადასტურებელი შეტყობინების შესახებ.

  3. 32-ე მუხლის პირველ პუნქტში „ა¹“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია „ე“ ქვეპუნქტზე მითითებული გამონაკლისი, ხოლო თვით „ე“ ქვეპუნქტი (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურისთვის 18 თვე) ამოღებულია.

  4. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის“ სამინისტროდ; 18 თვის ვადა უცვლელია.

  5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვიდან 12 თვემდე შეიცვალა.

  6. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში 18-თვიანი სამსახურის ვადა ახლა განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო მოსამსახურისათვის.

  7. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ა²“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით საკონტრაქტო სამსახურის ვადას კონტრაქტი განსაზღვრავს.

  8. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    32-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ე“ ქვეპუნქტი იუსტიციის სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო მოსამსახურისათვის 18 თვის ვადით, ხოლო „ა1“ ქვეპუნქტს ამ შემთხვევაზე გამონაკლისი დაემატა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
184638823746²46⁶1130¹5279178145161532
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს სისხლის სა…