ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება

რედაქცია №35 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ და „დ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო; ბ) (ამოღებულია - 15.12.2021, №1102); გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

2.საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3604 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.356 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4390-ვებგვერდი,17.03 2011წ. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5749 – ვებგვერდი, 15.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №481 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1667 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-9 მუხლის პირველ პუნქტში ადმინისტრირება ზოგადად საგადასახადო ორგანოებს ეკისრებათ, ხოლო „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოსაკრებლებს ცალკე ჩამოთვლილი ორგანოები ადმინისტრირებენ; ბუნებრივი რესურსების სააგენტოს როლი ამოღებულია.

  3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში სააგენტოს ადმინისტრირება აღარ შემოიფარგლება წინასწარ გადასახდელი მოსაკრებლით; იგი საგადასახადო ორგანოსთან ერთად ადმინისტრირებს მოსაკრებლებს კანონითა და მთავრობის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით.

  4. მე-9 მუხლის პირველ პუნქტში წინასწარ გადასახდელი მოსაკრებლის ადმინისტრირება ეკისრება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს; მე-2 პუნქტში მითითება საგადასახადო კოდექსის IV-V კარებზე შეიცვალა მითითებით კოდექსით დადგენილ წესზე.

  5. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-9 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოები მოსაკრებლის ადმინისტრირებას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებენ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
76310363¹17⁸12¹393109
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი რესურსებით ს…სათამაშო ბიზნესის მოსა…ადგილობრივი მოსაკრებლე…მოსაკრებლების სისტემის…სოფლის მეურნეობისა და …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №35 · ბოლოს შემოწმდა