საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები; ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.

2.მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ: ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას; ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.

3.პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XVI მტკიცებულებათა სახეები

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1046-1314-092010-05-2730სამოქალაქო
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა პირობებში აქვს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილ ფაქტს პრეიუდიციული მნიშვნელობა სამოქალაქო დავაში?

    მოსარჩელემ მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მათ შორის მითვისებული ნივთების ღირებულების გადახდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციული მნიშვნელობა და კონკრეტულ საქმეში ასეთ ფაქტად მიიჩნია 3420 ლარის ღირებულების ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. სასამართლომ მოთხოვნაზე დელიქტური ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გამოიყენა და იგი ხანდაზმულად არ მიიჩნია. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №ას-236-497-082008-07-2934სამოქალაქო
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ვრცელდებოდა თუ არა 2004 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობისთვის სავალდებულო სანოტარო ფორმა წინარე ხელშეკრულებაზეც?

    დავა შეეხებოდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობასა და მოსარჩელის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების დადებისას გამსხვისებელს ბინის განკარგვის უფლებამოსილება არ ჰქონდა და ხელწერილი ვერ აკმაყოფილებდა იმ დროისთვის უძრავი ნივთის ნასყიდობისა და წინარე ხელშეკრულებისთვის სავალდებულო სანოტარო ფორმას. სასამართლომ ასევე არ დაადგინა საქმის შეჩერებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებაზე უარის გაუქმების საფუძველი. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №48-კოლ2000-07-0332სისხლის
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ჩხრეკის ოქმის ხარვეზები და მტკიცებულების დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მნიშვნელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის კანონიერება. პალატამ ძალაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი ბანდიტიზმის, სატელეფონო საუბრის საიდუმლოების დარღვევის, ქრთამის მიცემისა და იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებებში, ხოლო იარაღის უნებართვოდ შენახვისათვის მსჯავრდება კანონიერად მიიჩნია. ყველა საკასაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; მონაცემთა ბაზის მიხედვით, სასჯელი იყო ორი წლით პირობითი მსჯავრი, თუმცა მისი დეტალები მოწოდებულ განაჩენის ტექსტში არ ჩანს.

  • №61აპ-092009-09-1461სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვა

    საკასაციო პალატამ განიხილა, უშვებდა თუ არა ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების განსხვავებული სამართლებრივი შეფასება პირის ხელახლა მსჯავრდებას. პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შეცვლა საკმარისი არ არის და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ სამი ბრალდების ნაწილში დევნა შეწყვიტა, ხოლო ფაქტობრივად ახალი შინაარსის მქონე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის მსჯავრდება დატოვა ძალაში. მის საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და სამი დღით; მეორე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელი დარჩა.

  • №318აპ-102010-07-0845სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის გადაკვალიფიცირება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლილი კანონით

    საკასაციო პალატამ შეაფასა მსჯავრდებულის ბრალეულობა, სასჯელის სამართლიანობა და დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელი. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ქურდობის კვალიფიკაცია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა მოგვიანებით მიღებული კანონით. საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა: თავისუფლების აღკვეთა თვრამეტი წლით და დამატებით ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

  • №718აპ2008-10-2223სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა, გამოიკვლია თუ არა სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ სატელეფონო საუბრების ჩანაწერის მოპოვებისა და დასაშვებობის საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი არ შეამოწმა, მიუხედავად საუბრებისა და მოსამართლის ბრძანების მიღების დროებთან დაკავშირებული გარემოებებისა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები; ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას. 2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ: ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას; ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას. 3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XVI მტკიცებულებათა სახეები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    113-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-4 ნაწილიდან მომკვლევი ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    113-ე მუხლში პლენუმისთვის გადაცემა ამოღებულია; ერთ-ერთი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მეორის ძალაში დატოვებას უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა წყვეტს.

  3. 113-ე მუხლში პრეიუდიციის უარყოფის შემთხვევაში საქმის გასაგზავნი პალატა ახლა სისხლის სამართლის საქმეთა პალატაა.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    113-ე მუხლში საზედამხედველო პალატის უფლებამოსილებას დაემატა ერთ-ერთი გადაწყვეტილების შეცვლა გაუქმებასთან ერთად.

  5. 113-ე მუხლს დაემატა წესი ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებების გადაწყვეტის შესახებ საზედამხედველო პალატისა და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მეშვეობით.

  6. მე-2 ნაწილში „პროკურატურა“ შეიცვალა „პროკურორით“; მე-4 ნაწილიდან ამოღებულია პრეიუდიციის მიუხედავად გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შეუსვლისა და სააპელაციო ინსტანციაში გაგზავნის წესი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
419640106354225773213133659113
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს ზოგადი ადმ…