საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 475. მტკიცებულების წარდგენა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი).

2.მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით.

2¹.დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე.

2².თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია.

3.შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა).

4.ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

5.თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.

6.მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი.

7.მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ.

8.(ამოღებულია).

9.დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/14/40003.11.2006განჩინება(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 17

ყველა გადაწყვეტილება
  • №497აპ-112012-03-1227
    საკასაციო არსებითი (T2)

    ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობა

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ქურდობის ჩადენა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, თუმცა სასჯელის საკითხზე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სათანადოდ არ იყო გამოკვლეული. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. პირველი ინსტანციით დანიშნული სასჯელი იყო 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხელახალი განხილვის შემდეგ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი მოცემულ ტექსტში არ არის მითითებული.

  • №22აპ-112011-02-1717
    საკასაციო არსებითი (T2)

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევისათვის მსჯავრდება მტკიცებულებებით დასტურდებოდა და ქმედება სწორად იყო შეფასებული. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა დაცვის მიერ მითითებული, მსჯავრდებულის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრების გარემოება, რამაც გავლენა მოახდინა სამართლიანი განაჩენის დადგენაზე. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა ახალი განხილვისათვის; საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

  • №27აპ-112011-02-0917
    საკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია

    საკასაციო პალატამ განიხილა, გამოიკვლიეს თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელზე გავლენის მქონე შემამსუბუქებელი გარემოებები. პალატამ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია სწორად მიიჩნია, თუმცა დაადგინა, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გამოუკვლევლობა არსებითი საპროცესო დარღვევა იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №530აპ2009-10-0822
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასამართლო გამოძიების ორი ეტაპი

    საკასაციო პალატამ განიხილა, სააპელაციო სასამართლოში სასჯელზე გავლენის მქონე მტკიცებულებათა განხილვის გარეშე სასამართლო გამოძიების დასრულებამ შეზღუდა თუ არა პროცესის მონაწილეთა უფლებები. პალატამ დარღვევა განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიიჩნია და საკასაციო საჩივრის მოტივებზე არ იმსჯელა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო განაჩენი მომჩივანი მსჯავრდებულის მიმართ გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №658აპ2009-09-2219
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდება მტკიცებულებებით იყო დადასტურებული და ქმედებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. ამასთან, ქვედა ინსტანციებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს და არ შეაფასეს სასჯელზე მოქმედი შემამსუბუქებელი გარემოებები. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისთვის დაუბრუნა; ახალი საბოლოო სასჯელი არ განუსაზღვრავს.

  • №1068აპ2008-12-2918
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

    საკასაციო პალატამ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, თუმცა დაადგინა, რომ ქვედა ინსტანციებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს მსჯავრდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ დაცვის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. პირველი ინსტანციით დანიშნული ათი წლით თავისუფლების აღკვეთისა და ათი ათასი ლარის ჯარიმის პირობებში, ახალი განხილვის საბოლოო შედეგი მოწოდებულ ტექსტში არ ჩანს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან (პირველი ეტაპი), აგრეთვე იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე (მეორე ეტაპი). 2. მტკიცებულებას ჯერ ბრალდების მხარე წარადგენს, შემდეგ – დაცვისა. სასამართლო მტკიცებულებას არ წარადგენს, მაგრამ ხელს უწყობს მხარეებს მათს გამოთხოვაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს შეიძლება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ბრალდების მხარის თანხმობით. 2 1 . დაცვისა და ბრალდების მხარეები თავად უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენას. მტკიცებულების წარმოსადგენად სასამართლო მხარეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადის განმავლობაში სასამართლო ატარებს სულ მცირე ერთ სასამართლო სხდომას. თუ აღნიშნულ ვადაში მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმის (მოწმეების) გამოცხადება, მოსამართლე უფლებამოსილია მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე განუსაზღვროს მას დამატებითი ვადა მტკიცებულების წარმოდგენისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიტანოს დადგენილება (განჩინება) მოწმის იძულებითი წარმოდგენის შესახებ. თუ მხარე კვლავ ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების წარმოდგენას დანიშნულ ვადაში, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით გამოიტანოს გადაწყვეტილება მტკიცებულების გამოქვეყნების თაობაზე. 2 2 . თუ მხარე არ შუამდგომლობს რომელიმე მოწმის დაკითხვას სასამართლოში, სასამართლოს მიერ ამ მოწმის საკუთარი ინიციატივით გამოძახება და დაკითხვა დაუშვებელია. 3. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ბრალდების ან დაცვის მხარე დაკითხავს მოწმეს, მოწინააღმდეგე მხარე კითხვებს უსვამს დაკითხულ მოწმეს (ჯვარედინი დაკითხვა) და მოწმის გამომძახებელი მხარე ისევ უსვამს მას კითხვებს (ხელახალი დაკითხვა). 4. ბრალდების მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მითითებულია საბრალდებო დასკვნის დანართში. თუ ახალი მტკიცებულება გამოვლინდა სასამართლო განხილვისას, სასამართლო აცხადებს შესვენებას იმ დროით, რომელიც საჭიროა დაცვისათვის ამ მტკიცებულების გასაცნობად. დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რათა ამ მტკიცებულებას გაეცნოს ბრალდების მხარე. დაცვის მხარე მტკიცებულებებს (მათ შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სიას) სასამართლოში წარადგენს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 5. თუ დამკითხავი განსასჯელს, დაზარალებულს ან მოწმეს უსვამს შეურაცხმყოფელ, მისახვედრ ან ისეთ კითხვებს, რომლებიც საქმეს არ ეხება, მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პროტესტი. სასამართლო აკმაყოფილებს ან უარყოფს პროტესტს. სასამართლოს უფლება აქვს ასეთი კითხვები თავისი ინიციატივითაც განარიდოს. კითხვის დასასმელად და დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას. 6. მხარე თავად ირჩევს დაკითხვის მეთოდს: ჯერ თავისუფალი თხრობა, შემდეგ კითხვა-პასუხი, ან მხოლოდ კითხვა-პასუხი. 7. მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება დაისვას, განხილულ იქნეს და გადაწყდეს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და განხილვიდან ამოღების საკითხი. აღნიშნული შუამდგომლობები უნდა დადგეს ერთად სასამართლო გამოძიების სტადიაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ. 8. (ამოღებულია). 9. დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრებისთანავე სასამართლო აცხადებს, რომ გადადის იმ მტკიცებულებათა განხილვაზე, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას, შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. მტკიცებულებას წარადგენენ და იკვლევენ 474-475-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. მხარეები განსჯის საგნად აქცევენ განსასჯელის ადრინდელ ნასამართლობას, მის სამსახურებრივ დახასიათებას, მონაცემებს ოჯახსა და სამსახურში მისი ქცევის, დამსახურების, ჯილდოების შესახებ და სხვა მონაცემებს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    475-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები მტკიცებულებათა წარდგენის ვადებზე (10 დღე) და მოწმის გამოძახების შეზღუდვაზე; მე-4 ნაწილში დაცვას 5-დღიანი ვადა დაუწესდა, ბრალდების მტკიცებულებები დანართით შემოიფარგლა; შეიცვალა მე-5 და მე-7 ნაწილები, ხოლო მე-8 ნაწილი ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    475-ე მუხლის მე-3 ნაწილში დადგენილება განსასჯელის სამართალში მიცემას ეხება და შესვენების დროის ფორმულირება დაზუსტდა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    475-ე მუხლში დაემატა წესი, რომლის მიხედვით ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევისას დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევა დასაშვებია ბრალდების მხარის თანხმობით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
97194041103225136352423923917475
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ადვოკატთა დისციპლინური…