საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 490. მხარეთა კამათი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი.

2.თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა.

3.კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ.

4.კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე.

5.სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №1014აპ-092010-06-2416
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ცეცხლსასროლი იარაღის ტარება როგორც დენადი დანაშაული

    საკასაციო პალატამ განიხილა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება, აგრეთვე იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებისათვის ვარგისიანობის დამტკიცების საკითხი. პალატამ ჩხრეკის უკანონობის შესახებ საჩივარი არ გაიზიარა, თუმცა საბრძოლო მასალის ვარგისიანობაზე ექსპერტის სავარაუდო დასკვნა მსჯავრდებისათვის არასაკმარისად მიიჩნია და ამ ეპიზოდში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უცვლელი დარჩა, მათ შორის საბოლოო ჯარიმა ორი ათასი ლარი.

  • №338092002-09-1236
    საკასაციო არსებითი (T2)

    გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, ამართლებდა თუ არა გამოძიების შესაძლო არასრულყოფილება და სხვა პირის თანამონაწილეობის საკითხის გადაუწყვეტლობა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. პალატამ დაასკვნა, რომ ეს გარემოებები ბრალდებულთა საწინააღმდეგოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული, ხოლო საეჭვო მტკიცებულებები მათ სასარგებლოდ უნდა შეფასებულიყო. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ოთხივე ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

  • №387აპ-182018-12-2443
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაცვის მხარის საჩივრის დასაშვებობა, მათ შორის მტკიცებულებათა შეფასების, დაუსწრებელი განაჩენის შემდეგ სააპელაციო განხილვისა და სასჯელის სამართლიანობის საკითხები. პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ქმედებები სწორად შეაფასა, ხოლო სასამართლო ბრალდების მხარის სასჯელის შესახებ მოსაზრებით შეზღუდული არ იყო. ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენით ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო კამათი მოიცავს გამოსვლებს, რომლებსაც რიგითობით წარმოთქვამენ სახელმწიფო ან კერძო ბრალმდებელი (დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი), სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, დამცველი ან განსასჯელი (თუ დამცველი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობს), სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. 2. თუ ბრალდებას მხარს უჭერს რამდენიმე ბრალმდებელი, ანდა საქმეში მონაწილეობს რამდენიმე დაზარალებული, დამცველი, სამოქალაქო მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი, განსასჯელი, მაშინ თავმჯდომარე მათ აძლევს წინადადებასა და დროს, რათა შეათანხმონ გამოსვლათა რიგითობა. თუ აღნიშნული პირები ვერ შეთანხმდებიან, ტარდება კენჭისყრა. 3. კამათისას მხარეებს უფლება აქვთ გამოთქვან აზრი განსასჯელის დამნაშავედ ცნობის ან უდანაშაულობის, ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და განაჩენში გადასაწყვეტ სხვა საკითხების შესახებ. 4. კამათის მონაწილეებს უფლება არა აქვთ თავიანთ გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლოზე. 5. სასამართლო (მოსამართლე) მხარეს კამათში გამოსვლისას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    490-ე მუხლიდან ამოღებულია სასამართლო გამოძიების განახლების შუამდგომლობა კამათის დროს, ხოლო მე-5 ნაწილით კამათში გამოსვლისთვის სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ვადას.

  2. 490-ე მუხლის პირველ პუნქტში შეიცვალა სასამართლო კამათში გამოსვლათა თანმიმდევრობა: სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი გადავიდა დამცველის ან განსასჯელის შემდეგ, ხოლო დაზარალებული და დამცველის არყოფნისას განსასჯელი ფრჩხილებშია გამოყოფილი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁹34¹792232273149127³6306251251¹490
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს საკონსტიტუ…