საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 306. საკასაციო სხდომა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები.

2.შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები. თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს.

3.განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს.

4.საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.

5.მხარეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ რეპლიკის უფლებით სარგებლობს ჯერ კასატორი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე.

6.თუ მსჯავრდებული (გამართლებული) ესწრება სხდომას, მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია.

7.სხდომის თავმჯდომარე მხარეს სიტყვის წარსადგენად და რეპლიკისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

8.სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს მხარის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები. 2. შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები. თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს. 3. განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს. 4. საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ. 5. მხარეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ რეპლიკის უფლებით სარგებლობს ჯერ კასატორი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე. 6. თუ მსჯავრდებული (გამართლებული) ესწრება სხდომას, მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია. 7. სხდომის თავმჯდომარე მხარეს სიტყვის წარსადგენად და რეპლიკისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 8. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს მხარის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №111 · ძალაშია 29 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹39125739627⁵27⁶123053012532590306
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საერთო სასამართლოების …საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა