Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 27³

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 27³

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალიშესრულების დავებიგარემოსდაცვითი პრეტენზიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან: ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც, ამ კანონის 33-ე–მე-40, 41 1 და 41 3 მუხლების შესაბამისად, ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად; ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით; გ) მხარეთა ინტერესების დამცველები – ადვოკატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

1¹.თუ მოსარჩელე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის წარმომადგენლის რწმუნებულების დამოწმების წესი. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ამ რწმუნებულებას გასცემს მისი სანოტარო წესით დამოწმების გარეშე, წერილობით, მატერიალური ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. აღნიშნული რწმუნებულება სარჩელს/კონსტიტუციურ წარდგინებას დაერთვება ან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დაწყებამდე წარედგინება.

2.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტებები, მაგრამ ამ პირებს იგი მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3.საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან: ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც, ამ კანონის 33-ე–მე-40, 41 1 და 41 3 მუხლების შესაბამისად, ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად; ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით; გ) მხარეთა ინტერესების დამცველები – ადვოკატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. 1 1 . თუ მოსარჩელე/კონსტიტუციური წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის წარმომადგენლის რწმუნებულების დამოწმების წესი. საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ამ რწმუნებულებას გასცემს მისი სანოტარო წესით დამოწმების გარეშე, წერილობით, მატერიალური ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. აღნიშნული რწმუნებულება სარჩელს/კონსტიტუციურ წარდგინებას დაერთვება ან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დაწყებამდე წარედგინება. 2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტებები, მაგრამ ამ პირებს იგი მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტებები. 3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 10 აგვ. 2018
წინა მუხლი 27²შემდეგი მუხლი 27⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელშეკრულების შესრულების სამართალწარმოება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიმატის ცვლილების სამართალწარმოებასერვისის გვერდი
  • საკონსტიტუციო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 41³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31—
  • 33—
  • 31²—

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
  • 62სამართალწარმოება
  • 45კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 94პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ წარმომადგენლებად სასამართლოში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 50პროცესში საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18¹მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 15ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1518¹946062451941³313331²5013922227³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025