1.სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.
2.განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საკასაციო პალატამ მსჯავრდებულის თაღლითობაში გამართლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მტკიცებულებათა ერთობლიობით დამნაშავეობა დადასტურებულად მიიჩნია. პალატამ განაჩენიდან ამორიცხა პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ მუხლზე მითითება, რადგან წინა სასჯელი პირობითი არ ყოფილა. შეწყალების საფუძველზე მოუხდელი სასჯელის განახევრების დაზუსტების შედეგად საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, ხუთი თვითა და ცამეტი დღით, აგრეთვე დარჩა ოთხი ათასი ლარის ჯარიმა.
საკასაციო პალატამ გაიზიარა გაუპატიურების ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია. ამასთან, მან საჭიროდ მიიჩნია დაზარალებულთან შერიგებისა და ქორწინების შემოწმება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა. პალატამ პროკურორის საჩივარი არ დააკმაყოფილა, დაცვის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი გააუქმა; საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა და საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის პრეტენზია ალიბისა და დაზარალებულთა ჩვენებების შეფასების თაობაზე. პალატამ დაზარალებულთა ჩვენებები დამაჯერებლად მიიჩნია და საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო განაჩენი შეიცვალა მხოლოდ სასჯელის ათვლის საწყისი თარიღის შესწორებით; ძალაში დარჩა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქმე შეეხებოდა ტრამალის შენახვისას მართლწინააღმდეგობის შეგნებისა და განზრახვის არსებობას. საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ პირს არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა შეგნება იმისა, რომ პრეპარატის შეძენით, შენახვითა და საქართველოში შემოტანით დანაშაულს სჩადიოდა. პალატამ გააუქმა შენახვის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი და ამ ნაწილში საქმე შეწყვიტა, ხოლო დანარჩენი განაჩენი უცვლელად დატოვა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.2. განაჩენის შეცვლა ხდება ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებათა ეპიზოდებს.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
537-ე მუხლის პირველ ნაწილში განაჩენის სააპელაციო გაუქმების საფუძვლებს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი — საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
მე-2 ნაწილის ფორმულირება შეიცვალა: ამოღებულია „ასევე მაშინ,“ და ნორმა ახლა პირობით წინადადებად იკითხება.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსიადამიანის უფლებათა და …