საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 550. საკასაციო გასაჩივრების ვადა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.

2.საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.

3.საკასაციო საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.

4.მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 26

ყველა გადაწყვეტილება
  • №241-102010-11-0315
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო გასაჩივრების ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი. პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულმა და მისმა დამცველმა ვადის საპატიო მიზეზით გაცდენა ვერ დაასაბუთეს, და უცვლელად დატოვა ვადის აღდგენაზე უარის თქმის განჩინება. პირველი ინსტანციით დანიშნული და სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით, ხუთი თვითა და ოცი დღით.

  • №116აპ-132013-12-1634
    საკასაციო არსებითი (T2)

    ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მტკიცებულებათა შეფასება

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულისა და მისი დამცველის საჩივარი, რომლითაც ისინი გამართლებას ითხოვდნენ. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული იყო, და საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, მეორე დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი კი გაუნახევრდა და საბოლოოდ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №2კ-16-I-102010-07-1615
    საკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო გასაჩივრების ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი. პალატამ კონკრეტულ საქმეში ასეთ მიზეზად არ მიიჩნია განაჩენის დაგვიანებით ჩაბარება, ადვოკატის არყოლა და იურიდიული განათლების არქონა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ვადის აღდგენაზე უარი უცვლელად დარჩა; სააპელაციო განაჩენით განსაზღვრული სასჯელი იყო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №2კ-11-I-102010-07-0511
    საკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო გასაჩივრების ერთთვიანი ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის საკითხი და დაასკვნა, რომ ადვოკატთან ხელშეკრულების გვიან გაფორმება და ვადის ბოლო დღის არასამუშაო დღეზე დამთხვევა მოცემულ შემთხვევაში საპატიო მიზეზს არ წარმოადგენდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ვადის აღდგენაზე უარის თქმის განჩინება უცვლელი დარჩა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი იყო 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.

  • №2კ-10-I-102010-06-0116
    საკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა განაჩენის ასლის დაგვიანებით ჩაბარება საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზს. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება საპატიო მიზეზი არ იყო, რადგან მსჯავრდებული განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა და მას გასაჩივრების წესი და ვადა განემარტა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ვადის აღდგენაზე უარის განჩინება უცვლელად დარჩა; ძალაში დარჩენილი სასჯელია თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 8 თვითა და 1 დღით.

  • №12I2008-11-1815
    საკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო გასაჩივრების ვადა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის კერძო საჩივარი საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები ვადის აღდგენის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენდა, და უარის შესახებ განჩინება უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლითა და ექვსი თვით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში. 2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა. 3. საკასაციო საჩივრის ფოსტით, კავშირგაბმულობით და სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს. 4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №98 · ძალაშია 1 თებ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    550-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია პატიმრობაში მყოფი განსასჯელისთვის ვადის ასლის ჩაბარებიდან ათვლის სპეციალური წესი.

  3. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    550-ე მუხლი საკასაციო გასაჩივრების ვადებს აღარ აკავშირებს 523-ე მუხლთან და სამ ნაწილად აწესრიგებს 1-თვიან ვადას, ვადის აღდგენას და გაგზავნით შეტანის მომენტს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
431801221¹⁰⁶281²39736939130229329282550
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…სისხლის სამართლის საერ…