საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 609. იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით.

2.სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №119-აპ2005-06-0718
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა და მოყვანა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის შემსუბუქებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი. პალატამ დანაშაულის სიმძიმისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, თუმცა მძიმე ავადმყოფი დედის მოვლის გამო განაჩენის აღსრულება სამი თვით გადაავადა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდება და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა.

  • №19-დად2005-02-1716
    საკასაციო არსებითი (T2)

    მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადება

    საკასაციო პალატამ განიხილა მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულებაგადავადებული მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი. პალატის დასკვნით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1998 წლის სსსკ-ის 609-ე და არა 608-ე მუხლი და სრულყოფილად გამოეკვლია გათავისუფლების საფუძვლიანობა. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების დადგენილება და საკითხი იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა; თავდაპირველად დანიშნული შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულება მძიმე ავადმყოფობის გამო გადავადებული იყო.

  • №392-აპ2005-02-0119
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის დამთავრების მომენტი

    საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ ნივთების დაუფლების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაკავებულ მსჯავრდებულს მათი განკარგვის შესაძლებლობა არ მისცემია, ამიტომ ქურდობა დამთავრებული დანაშაულიდან დამთავრებულ მცდელობად გადააკვალიფიცირა. ორ წლამდე და ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი უცვლელად დარჩა, თუმცა მისი აღსრულება მცირეწლოვანი შვილის ხუთი წლის ასაკის მიღწევამდე გადავადდა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

  • №45-აპ2004-03-0216
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება

    საკასაციო პალატამ დანაშაულის სიმძიმისა და ბრალის ხარისხის გათვალისწინებით უარყო ორი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის მოთხოვნა. სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა, თუმცა პალატამ მარტოხელა დედისთვის განაჩენის აღსრულება შვილის ხუთი წლის ასაკის შესრულებამდე გადადო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, სასამართლო ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის, მისი დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით. 2. სასამართლო თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულების გადავადებას აუქმებს და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად აგზავნის სასჯელის აღმსრულებელი ორგანოს წარდგინებით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
727572¹267²2632832802794868953609
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებ