საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 280. განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაჩენის, განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება მისი აღსრულება.

2.განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს მისი აღსრულების შესახებ.

3.თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს ან სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის იმ ორგანოს, რომელმაც დააჯილდოვა მსჯავრდებული ან მიანიჭა მას სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდება.

4.დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი.

5.თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, იგი ამას აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, ასევე მსჯავრდებულს.

6.სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება (განჩინება) დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განაჩენის, განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად უგზავნის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება მისი აღსრულება. 2. განაჩენის აღმსრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განაჩენის დამდგენ სასამართლოს მისი აღსრულების შესახებ. 3. თუ განაჩენი ითვალისწინებს მსჯავრდებულისათვის სახელმწიფო ჯილდოს ან სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევას, სასამართლო განაჩენის ასლს უგზავნის იმ ორგანოს, რომელმაც დააჯილდოვა მსჯავრდებული ან მიანიჭა მას სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდება. 4. დაჯარიმებისა და სხვა ქონებრივი სახდელის ნაწილში განაჩენის აღსასრულებლად იწერება სააღსრულებო ფურცელი. 5. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი მზრუნველობისათვის გადასცეს ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, იგი ამას აცნობებს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეურვეო ორგანოს, ასევე მსჯავრდებულს. 6. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება (განჩინება) დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28462252812792837153505683280
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა