ამნისტიის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2016

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

2.მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

3.იმ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ გასაჩივრებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც ამ მსჯავრდებულის საქმე განიხილა. აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

4.დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო სასამართლო), რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა აქვს შეფარდებული – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

5.იმ მსჯავრდებულის მიმართ დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, რომელსაც გადავადებული აქვს განაჩენის აღსრულება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამნისტიის აღსასრულებლად შესაბამის სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უნდა მიმართოს თავად მსჯავრდებულმა ან მისმა ადვოკატმა ან ოჯახის წევრმა.

6.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-664-635-20162017-03-02146სამოქალაქო
    დიდი პალატადიდი პალატა

    შეიძლება თუ არა იძულებით დათმობილი საწარმოს წილის დაბრუნების მოთხოვნა დელიქტურ და სავინდიკაციო საფუძვლებს დაეფუძნოს?

    დავა ეხებოდა ტელეკომპანიის წილების იძულებით გასხვისებას, გარიგებების ბათილობასა და საკუთრების აღდგენას. დიდმა პალატამ განმარტა, რომ წილების დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება დაეფუძნოს დელიქტურ და სავინდიკაციო ნორმებს, ხოლო გარიგების ფასის შეუსაბამობა, სხვა წინაპირობების გარეშე, ბათილობისთვის საკმარისი არ არის. სასამართლომ არ გაიზიარა ხანდაზმულობის შესაგებელი და მიიჩნია, რომ სადავო გარემოებებზე კვალიფიციური შედავება არ იყო წარმოდგენილი. სსსკ 411-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება გაუქმდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით აღდგა მოსარჩელეთა საკუთრება წილებზე.

  • №143აპ-192019-07-3113სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით თაღლითობისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ითხოვდა და ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობას უარყოფდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები დანაშაულს გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული; უცვლელად დარჩა საბოლოოდ განსაზღვრული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №35აგ-152016-11-218სისხლის
    გადასინჯვა / ცნობა (T3)

    განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველს. პალატამ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი ეხებოდა 2009 წლის საპროცესო კოდექსს, რომელიც მსჯავრდებულის განაჩენს საფუძვლად არ დასდებია. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლობის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა. მანამდე ამნისტიის შედეგად განსაზღვრული საბოლოო სასჯელი იყო თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 1 თვითა და 21 დღით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
672923002923005234414356124
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა