1.სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.
1¹.სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
2.სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.
3.თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, იმავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.
4.სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით.11. სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.2. სასამართლო მსჯავრდებულს რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს მსჯავრდებულის ან მისი დამცველის შუამდგომლობით.3. თუ სასამართლო უარს იტყვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე, იმავე საკითხებზე წარდგინების ან შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა შესაძლებელია ყოველ 3 თვეში.4. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულს დააკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №894 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.318საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1399 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.95
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №92 · ძალაშია 1 სექ. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009
610-ე მუხლის პირველ ნაწილში წარდგინების ავტორად დეპარტამენტის კომისიის ნაცვლად სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია განისაზღვრა. მე-3 ნაწილში ხელახალი განხილვის 6-თვიან ვადას დაემატა გამონაკლისი და არასრულწლოვნებისთვის ყოველ 3 თვეში განხილვის შესაძლებლობა.
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
610-ე მუხლის პირველ ნაწილში წარდგინების სუბიექტი ახლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიაა, ხოლო მსჯავრდებულის, დამცველისა და წარმომადგენლის შუამდგომლობის შესახებ წინადადება ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2001
610-ე მუხლის პირველ ნაწილში პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის წარდგინება სასჯელაღსრულების ორგანოსაა; ამოღებულია სადისციპლინო სამხედრო ნაწილის სარდლობის წარდგინების წინადადება.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…