საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 628. მოსამართლის მოქმედება საჩივართან დაკავშირებით

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე.

2.თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №154-დად2004-06-0317
    საკასაციო არსებითი (T2)

    კერძო ბრალდების საჩივრის შემოწმება

    საქმე შეეხებოდა კერძო ბრალდების საჩივრის შემოწმების შემდეგ მასალების პროკურორისათვის გადაგზავნის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების საჭიროების გამოვლენის შემდეგ მასალების გადაგზავნა კანონიერი იყო. პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა; სასჯელი არ დანიშნულა.

  • №79-დად2003-05-0815
    საკასაციო არსებითი (T2)

    კერძო ბრალდების საქმის წარმოება

    საკასაციო პალატამ განიხილა, ექვემდებარებოდა თუ არა კერძო ბრალდების საქმეზე მიღებული სააპელაციო განჩინება საკასაციო გასაჩივრებას. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ ვითარებაში სააპელაციო განჩინება საბოლოო იყო და კერძო საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. სასჯელი არ დანიშნულა.

  • №15-აპ2002-02-2815
    საკასაციო არსებითი (T2)

    ცემის ბრალდებით გამართლება

    საკასაციო პალატამ განიხილა, საკმარისი იყო თუ არა სხეულის დაზიანების დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო აქტი ცემის ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პალატამ გამართლება ძალაში დატოვა, რადგან ექსპერტის დასკვნა მარტო არ იყო საკმარისი, ხოლო სხვა მტკიცებულებები ცემას არ ადასტურებდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენიდან ამოირიცხა განმცხადებლის მიმართ ცრუ დასმენის საკითხის გადასაწყვეტად მასალების პროკურატურისათვის გადაგზავნა.

  • №16აპ2001-03-1516
    საკასაციო არსებითი (T2)

    სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება

    საქმე შეეხებოდა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის მსჯავრდების კანონიერებას დაზარალებულის საჩივართან დაკავშირებული საკასაციო პრეტენზიის პირობებში. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ ფაქტს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, მსჯავრდება კანონიერი იყო და საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა; პირველი ინსტანციით დანიშნული ჯარიმა იყო 200 ლარი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს განმცხადებელს პასუხისმგებლობა შეგნებულად ცრუ დასმენისათვის და ჩამოართვას ხელწერილი, გამოიძახოს და გააცნოს საჩივარი იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია იგი, მიიღოს განმარტება დაზარალებულისაგან ან იმ პირისაგან, რომლის მიმართაც შეტანილია საჩივარი; გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები; განსაზღვროს სასამართლოში გამოსაძახებელ და დასაკითხ პირთა წრე. 2. თუ საჩივრის შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩადენილია დანაშაული, რომლის შესახებაც საქმე უნდა გამოიძიონ და განიხილონ საერთო წესით, მოსამართლე მასალებს უგზავნის პროკურორს. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    628-ე მუხლი დაიყო ორ ნაწილად; პირველი ნაწილიდან ამოღებულია საფუძვლის შემოწმების მოვალეობა, ხოლო მე-2 ნაწილით მოსამართლე საერთო წესით გამოსაძიებელ დანაშაულზე მასალებს პროკურორს უგზავნის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁶21¹³⁰21¹²⁰28023933020372⁸75⁵⁵72²2753628
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებადამიანის უფლებათა და …საქართველოს ადმინისტრა…