საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679⁶. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილიმარიამ ჯორბენაძე

1.მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

2.თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №1/6/40309.11.2006საოქმო ჩანაწერი
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოსარჩელე - ჰუსეინ ალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 10

ყველა გადაწყვეტილება
  • №347აპ-122012-12-1315
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების საფუძველი, როდესაც მსჯავრდებული შემდგომ აღარ ეთანხმებოდა შეთანხმების პირობებს. პალატამ დაადგინა, რომ შეთანხმება ნებაყოფლობით დაიდო, დაცვის უფლება არ შეზღუდულა და კანონის არსებითი მოთხოვნის დარღვევა არ გამოიკვეთა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სასჯელი: 17 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წელი პირობითია 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

  • №687აპ-102010-10-1837
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

    საქმე ეხება მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატამ პროკურორის საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე წინასწარ გამოძიებაში დააბრუნა. გაუქმებული განაჩენით მსჯავრდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული; უზენაეს სასამართლოს ახალი სასჯელი არ დაუნიშნავს.

  • №523აპ-102010-06-2919
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით. პალატის დასკვნით, საჩივარი არ შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველს, ამიტომ სააპელაციო სასამართლო მის განხილვაზე უფლებამოსილი არ იყო. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • №8აპ2008-07-0712
    საკასაციო არსებითი (T2)

    ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლება თუ არა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის პასუხი აგოს პირმა, რომელიც თავად იმხილება იმავე ფაქტში. პალატამ დაადგინა, რომ ასეთი პირი შესაბამისი დანაშაულის სუბიექტი ვერ იქნება, და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ქურდობისთვის მსჯავრდება უცვლელად დარჩა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა ოთხი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №239საზ2007-09-0712
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შედეგი. პალატამ დაასკვნა, რომ შეთანხმების განაჩენით დამტკიცებული პირობის დარღვევა განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველი იყო. მან დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, გააუქმა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთისა და ხუთი ათასი ლარის ჯარიმის განმსაზღვრელი განაჩენი და საქმე წინასწარი გამოძიებისთვის დააბრუნა.

  • №438-აპ2005-05-1918
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება

    საკასაციო პალატამ განიხილა საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება და შეთანხმების კანონიერება. პალატის დასკვნით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული გასაჩივრების უფლება უპირატესი იყო იმ დროისათვის მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ აკრძალვაზე, ხოლო შეთანხმების დამტკიცებისას საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები დაირღვა. პალატამ გააუქმა საპროცესო შეთანხმებით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და საჩივრის დაუშვებლობის შესახებ ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები, საქმე კი წინასწარ გამოძიებაში დააბრუნა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მსჯავრდებულს ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბ) ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ (მოსამართლემ) უგულებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა. 2. თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს აბრუნებს წინასწარ გამოძიებაში.“. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მარ. 1998 – 23 მარ. 2004 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მსჯავრდებულს განაჩენის გასაუქმებლად საჩივრის უფლება აქვს 15 დღის ვადაში, საფუძვლები შეიცვალა და დაემატა „დ“ ქვეპუნქტი. დაემატა პროკურორის საჩივრის უფლება პირობის დარღვევისას და საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების წესი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4321¹³⁰21¹²⁰21¹²⁶273363²⁴363⁶197679⁷21521421254679⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…პროკურატურის შესახებ