1.თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.
2.თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.
3.თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თარჯიმანი ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და სასამართლო სხდომის ოქმში, აგრეთვე სხვა საპროცესო დოკუმენტებში, რომლებიც პროცესის მონაწილეს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან იმ ენაზე თარგმნილი, რომელიც მან იცის; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასალები, აგრეთვე ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომის დროს.2. თუ თარჯიმანი უარს იტყვის ან თავს აარიდებს თავის მოვალეობათა შესრულებას არასაპატიო მიზეზით, მას შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი 203-ე მუხლით დადგენილი წესით. არასწორი თარგმანისათვის თარჯიმანი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით.3. თარჯიმანს უფლება აქვს: თარგმანის დასაზუსტებლად დაუსვას შეკითხვები პროცესის მონაწილეებს; გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს, გამოთქვას შენიშვნები, რომლებიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; უარი თქვას საქმის წარმოებაში მონაწილეობაზე, თუ თარგმნისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
101-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის მასალების მითითება, თარგმნის ვალდებულება ჩვენებასა და დოკუმენტზე ერთდროულად ვრცელდება, ხოლო წესრიგის დაცვა წინასწარ გამოძიებასთან არის დაკავშირებული.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
101-ე მუხლის მე-2 ნაწილში თარჯიმნის პასუხისმგებლობა არასწორ თარგმანზეა და მითითება 370-ე მუხლზეა.
101-ე მუხლის მე-3 ნაწილში თარჯიმნის უფლებათა ჩამონათვალიდან ამოღებულია მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებათა გამო სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება.
101-ე მუხლის მე-2 პუნქტში თარჯიმნის პასუხისმგებლობა შემოიფარგლა შეგნებულად არასწორი თარგმანით.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…