1.თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.
2.ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
3.ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ ექსპერტიზა ტარდება არასაექსპერტო დაწესებულებაში, გამომძიებელი ან პროკურორი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამოიძახებს პირს, რომელსაც ევალება ექსპერტიზა, რწმუნდება ამ პიროვნების კომპეტენტურობაში, ადგენს ექსპერტის დამოკიდებულებას ეჭვმიტანილთან, ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, პროცესის სხვა მონაწილეებთან და ამოწმებს, ხომ არ არსებობს ექსპერტის აცილების საფუძველი.2. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ექსპერტს გადასცემს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, განუმარტავს 364-ე მუხლით გათვალისწინებულ მის უფლება-მოვალეობებს და აფრთხილებს ყალბი დასკვნისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ გაფრთხილებას ექსპერტი ადასტურებს ხელმოწერით. ამგვარადვე ფიქსირდება ექსპერტის განცხადება და შუამდგომლობა. ექსპერტის შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.3. ექსპერტიზის დამნიშვნელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა, ან თუ შესაძლებლადაა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა (მოწმის გარდა) დასწრება.საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
370-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია მომკვლევი.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
370-ე მუხლის მე-2 ნაწილში ექსპერტისთვის გასაფრთხილებელი პასუხისმგებლობის საფუძველი ახლა „ყალბი დასკვნაა“ და არა „განზრახ არასწორი დასკვნა“.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…სისხლის სამართლის სფერ…