არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

მუხლი 30. თარჯიმნისა და სხვა მომსახურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ანდა მას არ შეუძლია ილაპარაკოს ამ ენაზე, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით , 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში თარჯიმანი ნებისმიერ საპროცესო მოქმედებას ესწრება.

2.არასრულწლოვანს უფლება აქვს, სასამართლო სხდომამდე ან საპროცესო მოქმედებამდე შეხვდეს თარჯიმანს, რათა დადგინდეს, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის.

3.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს აგრეთვე ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც მას საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4¹21312012117112012117153541510527310330
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…იურიდიული დახმარების შ…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა