Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 110

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 110. მტკიცებულების ცნება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვაფაქტების კონსტატაციის მომსახურებამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²34

1.მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

2.მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია: ა) ეჭვმიტანილის ჩვენება; ბ) ბრალდებულის ჩვენება; გ) განსასჯელის ჩვენება; დ) დაზარალებულის ჩვენება; ე) მოწმის ჩვენება; ვ) ექსპერტის დასკვნა; ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი; თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები; ი) სხვა დოკუმენტები; კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

2¹.სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია: ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე; ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას.

2².ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით.

3.მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში.

4.კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულებებია კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან და წესით მიღებული ცნობები, რომელთა საფუძველზედაც მხარეები იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ადგენენ, არსებობს თუ არა მოვლენა ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს. 2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია: ა) ეჭვმიტანილის ჩვენება; ბ) ბრალდებულის ჩვენება; გ) განსასჯელის ჩვენება; დ) დაზარალებულის ჩვენება; ე) მოწმის ჩვენება; ვ) ექსპერტის დასკვნა; ზ) ნივთიერი მტკიცებულებანი; თ) საგამოძიებო მოქმედების, სასამართლო მოქმედებისა და სასამართლო განხილვის ოქმები; ი) სხვა დოკუმენტები; კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით. 2 1 . სისხლის სამართლის პროცესში პირის ჩვენების სარწმუნოობის შესაფასებლად დასაშვებია ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი, თუ იგი დაფიქსირებულია: ა) ფარულად იმ პირის მიერ, რომლის წინააღმდეგ მიმართული იყო დანაშაული და რომელიც არის საუბრის ან ქმედების მონაწილე; ბ) ტექნიკური საშუალებით შემთხვევით, რაც ასახავს განხორციელებულ ქმედებას. 2 2 . ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება სასამართლო გადაწყვეტილებით. 3. მოპოვებული და მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები უნდა დაერთოს საქმეს. ისინი უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს მეორე მხარემ, აგრეთვე ორგანომ, რომელიც პროცესს აწარმოებს. მხოლოდ დასაშვებად მიჩნეული მტკიცებულებები შეიძლება იქნეს გამოყენებული სასამართლო კამათსა და სასამართლო განაჩენში. 4. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებით მიღებული მონაცემები შეიძლება გახდეს ამა თუ იმ საპროცესო წყაროს ცნობისა და ფაქტის (დოკუმენტის გარდა) შინაარსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიშვება როგორც მტკიცებულებები. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    110-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მომკვლევი ამოღებულია და ტერმინოლოგია შეიცვალა; მე-2 ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შესახებ და ფარული გადაღების მწარმოებლის მოწმედ დაკითხვის წესი.

  2. 23 მარ. 2004· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    110-ე მუხლს დაემატა 2¹ და 2² ნაწილები, რომლებიც ადგენს ფარული აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერის დასაშვებობის ორ პირობას და ითვალისწინებს მისი დასაშვებობის სასამართლო გადაწყვეტილებით გადაწყვეტას.

  3. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    110-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალში დაემატა განსასჯელის ჩვენება („გ“) და მომდევნო ქვეპუნქტები გადაინომრა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 109⁵შემდეგი მუხლი 111

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მტკიცებულების ფალსიფიკაცია (მუხლი 369)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ცრუ ჩვენება (მუხლი 370) - ადვოკატი საქართველოში4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დნმ მტკიცებულება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული მტკიცებულებების მოძიება და დამუშავება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2005
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 59მტკიცებულებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 40მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 154ნივთიერი მტკიცებულებანი, მათი გამოთხოვისა და წარდგენის წესი
  • 134წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
  • 103მტკიცებულებათა შეგროვება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 82მტკიცებულების შეფასება
  • 39ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება
  • 248მტკიცებულების დემონსტრირება სასამართლო განხილვის დროს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 236მტკიცებულებები და სამართალდარღვევის მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს
  • 237მტკიცებულების შეფასება

არბიტრაჟის შესახებ

  • 35მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 41მტკიცებულებათა გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
412362374015413410335823924859110
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არბიტრაჟის შესახებ