Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 113

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 113. გარემოებები, რომლებიც დგინდება მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე. პრეიუდიციები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები; ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას.

2.მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ: ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას; ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას.

3.პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XVI მტკიცებულებათა სახეები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მტკიცებულებათა წარმოდგენისა და გამოკვლევის გარეშე მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები; ბ) ადრე ნასამართლობაზე განაჩენის ასლი, თუ არც ერთი მხარე და არც პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ ფაქტს საეჭვოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ მის შემოწმებას. 2. მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ: ა) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას; ბ) სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლისათვის სისხლის სამართლის საქმის იმ საკითხის გადასაწყვეტად, მოხდა თუ არა მოვლენა ან ქმედება, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ გადაწყვეტილებას. 3. პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში გამომძიებელსა და პროკურორს უფლება აქვთ უარყონ პრეიუდიცია და საქმე გადასცენ სასამართლოს თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლოს, რომელიც შინაგანი რწმენით შეაფასებს მტკიცებულებებს, უფლება აქვს გამოიტანოს განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება პრეიუდიციის მიუხედავად. ასეთი განაჩენი ან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე საქმესთან ერთად იგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც გამოითხოვს იმ საქმეს, რომლის პრეიუდიციული მნიშვნელობაც უარყოფილია, და იმ მტკიცებულების შეფასების შემდეგ, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს, აუქმებს ან ცვლის ერთ მათგანს და ძალაში ტოვებს მეორეს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 თავი XVI მტკიცებულებათა სახეები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    113-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-4 ნაწილიდან მომკვლევი ამოღებულია.

  2. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    113-ე მუხლში პლენუმისთვის გადაცემა ამოღებულია; ერთ-ერთი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მეორის ძალაში დატოვებას უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა წყვეტს.

  3. 31 მარ. 2001

    113-ე მუხლში პრეიუდიციის უარყოფის შემთხვევაში საქმის გასაგზავნი პალატა ახლა სისხლის სამართლის საქმეთა პალატაა.

  4. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    113-ე მუხლში საზედამხედველო პალატის უფლებამოსილებას დაემატა ერთ-ერთი გადაწყვეტილების შეცვლა გაუქმებასთან ერთად.

  5. 1 ივნ. 1999

    113-ე მუხლს დაემატა წესი ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებების გადაწყვეტის შესახებ საზედამხედველო პალატისა და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მეშვეობით.

  6. 14 მაი. 1999

    მე-2 ნაწილში „პროკურატურა“ შეიცვალა „პროკურორით“; მე-4 ნაწილიდან ამოღებულია პრეიუდიციის მიუხედავად გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შეუსვლისა და სააპელაციო ინსტანციაში გაგზავნის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 112შემდეგი მუხლი 114

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 6 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2005
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 73პრეიუდიცია
  • 213სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
  • 13მტკიცებულება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 106ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას
  • 354საქმის გარემოების დადგენა სასამართლოს ინიციატივით
  • 225წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვა და შემოწმება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 40მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 59მტკიცებულებები

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

  • 7მტკიცებულების სტანდარტი და ტვირთი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 96საქმის გარემოებათა გამოკვლევა

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 36

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 41მტკიცებულებათა გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
419640106354225773213133659113
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…სიტყვისა და გამოხატვის…საქართველოს ზოგადი ადმ…