საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 153. აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

2.მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV 1 თავის შესაბამისად.

3.თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ან მისი შერაცხადობის საკითხი დასადგენია, მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში უნდა მიიღოს პირის საშიშროება საკუთარი თავისთვის და სხვა პირთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს. 2. მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ. შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის LXIV 1 თავის შესაბამისად. 3. თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ან მისი შერაცხადობის საკითხი დასადგენია, მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში უნდა მიიღოს პირის საშიშროება საკუთარი თავისთვის და სხვა პირთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №80 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    153-ე მუხლში LXIV¹ თავის შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში 48-ე მუხლის განსჯადობის წესის გამორიცხვა ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    153-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომელიც მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას აკისრებს ფსიქიკურად დაავადებული ან შერაცხადობის დადგენის მქონე ბრალდებულის საშიშროების გათვალისწინებას.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    153-ე მუხლის მე-2 ნაწილში საპროცესო შეთანხმებისა და განაჩენის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანის შუამდგომლობის შემთხვევაში დაზუსტდა ფორმულირება და დაემატა, რომ 48-ე მუხლის განსჯადობის წესი არ გამოიყენება.

  4. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    153-ე მუხლი ორ ნაწილად დაიყო და დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე არკვევს საპროცესო შეთანხმების არსებობას და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის შუამდგომლობას.

  5. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    153-ე მუხლში გამომძიებელი გასათვალისწინებელი გარემოებების შემფასებელთა წრიდან ამოღებულია და გარემოებებს დაემატა აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტი.

  6. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    153-ე მუხლში გარემოებათა გამთვალისწინებელ სუბიექტებიდან მომკვლევი ამოღებულია, ხოლო გარემოებებს დაემატა დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73¹5620619820753041436212153
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებპენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ