საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 181. ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებული ან განსასჯელი შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.

2.განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.

3.თუ ბრალდებული ან მისი დამცველი საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობს სტაციონარულ ექსპერტიზაზე მოთავსებას, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელებისას არ გამოიყენება ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ამგვარი ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. პროკურორის შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის მოთავსების შემთხვევაში ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ჩაითვლება პატიმრობის ვადაში. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებული ან განსასჯელი შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10 დღით იმ მოსამართლის ბრძანების ან იმ სასამართლოს განჩინების (დადგენილების) საფუძველზე, რომლის წარმოებაშიცაა საქმე. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს. 3. თუ ბრალდებული ან მისი დამცველი საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობს სტაციონარულ ექსპერტიზაზე მოთავსებას, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელებისას არ გამოიყენება ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ამგვარი ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. პროკურორის შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის მოთავსების შემთხვევაში ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ჩაითვლება პატიმრობის ვადაში. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    181-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლა ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის არა უმეტეს 20 დღით მოთავსებას მხოლოდ ბრალდებულის ან განსასჯელისათვის.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    181-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი სტაციონარული ექსპერტიზის ვადებისა (არაუმეტეს 2 თვისა) და პატიმრობის ვადაში ჩათვლის შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    181-ე მუხლში ექსპერტიზისთვის მოთავსების ვადა ერთი თვიდან 20 დღემდე შემცირდა, ხოლო გაგრძელება ერთი თვის ნაცვლად 10 დღით შეიძლება.

  4. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    181-ე მუხლის პირველ ნაწილში მოთავსება ექსპერტიზისათვის არის განსაზღვრული და ვადა სამი თვიდან ერთ თვემდეა შემცირებული; მე-2 ნაწილში გაგრძელების ვადაც სამი თვიდან ერთ თვემდეა შემცირებული, ხოლო მე-3 ნაწილი ამოღებულია.

  5. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    181-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში მოთავსების ვადა და მისი გაგრძელების ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაიზარდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5114913079⁴21¹⁹247162218118020550181
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…სამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს სამოქალაქო…პენიტენციური კოდექსი