Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹⁹

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁹. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლის ბრძანება მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება პაციენტზე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში. სტაციონარში მოთავსების ვადა აითვლება პირის სტაციონარში მოთავსებიდან.

2.პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 21 18 მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.

3.იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები ამოიწურა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ან/და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაიწეროს სტაციონარიდან. გადაწყვეტილებას პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3452 - სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2270 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.331 საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6362 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №78 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2020
  2. 4 იან. 2010· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009

    21¹⁹ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში ბრძანების ვადა, მისი გაგრძელების მაქსიმუმი და გაწერის ვადის ზღვარი 3 თვიდან 6 თვემდე გაიზარდა, ხოლო პირველ პუნქტს დაემატა გამონაკლისი სასჯელის მოხდის პაციენტებისთვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21¹⁸შემდეგი მუხლი 21²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2020
  • 5 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 21¹⁸ფსიქიკური ჯანმრთელ… 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁷არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
  • 21²⁰არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
  • 21¹⁸არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესი

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 18არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 17ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4
  • 2

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

  • 15არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 181სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 44ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა

პენიტენციური კოდექსი

  • 142მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁸1821¹⁷21²⁰18172242181154414221¹⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…ფსიქიატრიულ სტაციონარშ…ტუბერკულოზის კონტროლის…საქართველოს სისხლის სა…ბავშვის უფლებათა კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026