საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

2.მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.

3.თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4.დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988 წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/263 – სსმ IV, №3, 15.02.2005 წ., გვ.2 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება  №2/4/1412  – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №482 – ვებგვერდი, 07.05.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №478 · ძალაშია 7 მაი. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 7 მაი. 2021 – 1 ივნ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 29 ივლ. 2017 – 1 ნოე. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 მაი. 2021
  2. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  3. · გამოქვეყნდა 4 მაი. 2010

    247-ე მუხლის პირველ ნაწილში ადმინისტრაციული დაკავების ზღვრული ვადა სამი საათიდან თორმეტ საათამდე გაიზარდა.

  4. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    პირველი ნაწილი ორ წინადადებად გაიყო. ამოღებულია სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევთა დაკავების წესი და კრება-მიტინგების წესის დარღვევა დაკავების საფუძვლებიდან; დაემატა ახალი მე-3 ნაწილი არასამუშაო დროს ვადის დასრულებისას წინასწარი დაკავების საკანში მოთავსების შესახებ.

  5. 247-ე მუხლის ტექსტი დაიყო დანომრილ პუნქტებად (1–4) და სამ ადგილას დაემატა აღნიშვნა „არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი“, მათ შორის მე-3 პუნქტთან (წვრილმანი ხულიგნობა და შეკრების წესის დარღვევა); ერთ წყაროს მითითებას დაემატა გვერდის მითითება.

  6. 247-ე მუხლში დაკავების განსხვავებული ვადები მხოლოდ საქართველოს სსრ აქტებით დგინდება, სასაზღვრო რეჟიმის ნორმა საქართველოს რესპუბლიკის საზღვარს უკავშირდება; დაემატა დეკრეტის მითითება.

  7. 247-ე მუხლში სამსაათიანი ვადის გადაჭარბება გამონაკლისად ჩამოყალიბდა, სხვა ვადებს საქართველოს სსრ აქტებიც ადგენენ, ხოლო საქმის განხილვამდე დაკავება კრებების წესის დამრღვევსაც ეხება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1831808024532281¹13174196397¹ (დ…25247
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა