საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 210. წინასწარი გამოძიების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით.

2.სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა.

3.პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ მტკიცებულებანი.

4.პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა.

5.თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. 209-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ სამართალდარღვევის ოქმსა და თანდართულ მასალებს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული პირის გამოძახებით. 2. სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს პროკურორს, აგრეთვე იმ პირის მიერ მოწვეულ დამცველს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა. 3. პროკურორს, პირს, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, და მის დამცველს უფლება აქვთ გაეცნონ ოქმს სამართალდარღვევის შესახებ, სასამართლოში წარდგენილ სხვა მასალებს, განაცხადონ აცილება და შუამდგომლობა, წარმოადგინონ მტკიცებულებანი. 4. პირი, რომელსაც ბრალად ედება სამართალდარღვევის ჩადენა, სასამართლოს აძლევს ჩვენებას. სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები, გამოითხოვოს დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებები, დანიშნოს ექსპერტიზა. 5. თუ არსებობს პირის ბრალეულად ცნობის საფუძველი, მოსამართლე მას აკისრებს ჯარიმას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 546-573-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    210-ე მუხლის პირველ ნაწილში ოქმს განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით, მე-2 ნაწილიდან ამოვარდა „გამწესრიგებელი“ სხდომა. მე-5 ნაწილით ჯარიმას მხოლოდ მოსამართლე აკისრებს კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი ოდენობით, ახალი მე-6 ნაწილით კი დადგენილება საჩივრდება 546-573-ე მუხლებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²1325527025720328016958217275348210
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…