საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 288. საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე უარის ან ხელმოწერის შეუძლებლობის ფაქტის დადასტურება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი.

2.ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში.

3.თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში.

4.თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მოწმე ან სხვა პირი უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედების ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. 2. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს უარის მიზეზი და ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. 3. თუ ბრალდებულმა ან სხვა პირმა საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი არ მოაწერა, ეს ეცნობება პროკურორს. იგი ვალდებულია დაადგინოს ოქმის ხელის მოწერაზე უარის მიზეზი და მონაწილეობა მიიღოს შემდგომ დაკითხვაში. 4. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მოაწეროს ოქმს, გამომძიებელი იწვევს გარეშე პირს, რომელიც დასაკითხი პირის თანხმობით ამოწმებს და ხელმოწერით ადასტურებს მისი ჩვენების ჩანაწერის სისწორეს. ოქმს ხელს აწერს გამომძიებელი. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 288-ე მუხლს დაემატა ნაწილი ოქმზე ხელის მოუწერლობის შესახებ პროკურორისთვის შეტყობინებისა და მისი ვალდებულებების თაობაზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101291928915770134175135621915288
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სახელმწიფო…