Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 287

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 287. საგამოძიებო მოქმედების ოქმი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:ქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაკომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ.

2.ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება საქმეში.

3.ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები.

4.თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება, აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები, რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს.

5.ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით.

6.ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა პირი.

7.ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, ინფორმაციის შემცველი ელექტრონული საშუალებები, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ. 2. ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით, დაიბეჭდოს მანქანაზე ან დამზადდეს კომპიუტერით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ოქმის სისრულისათვის შეიძლება სტენოგრაფიის, ფოტო- და კინოგადაღების, ვიდეო- და აუდიოჩაწერის გამოყენება. სტენოგრაფიული ჩანაწერი საქმეს არ დაერთვის, ხოლო ფოტო- და კინოგადაღების,- ვიდეო- და აუდიოჩაწერის მასალები ინახება საქმეში. 3. ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მისი დაწყებისა და დამთავრების დრო, ჩატარების პირობები, იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელი და გვარი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში – მათი მისამართიც; ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს გამომძიებლის მოქმედების თანამიმდევრობა, გამოვლენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირთა განცხადებები. 4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ფოტო- და კინოგადაღება, აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ან დამზადდა კვალის ანაბეჭდები და ტვიფრები, შედგა ნახაზები და სქემები, უნდა აღინიშნოს აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული სხვა ტექნიკური საშუალებებიც, მათი გამოყენების პირობები და წესი, ობიექტები, რომელთა მიმართაც გამოიყენეს ეს საშუალებები და მიღებული შედეგები. ოქმში, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე პირებს. 5. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით. 6. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მონაწილე ყველა პირი. 7. ოქმს დაერთვის ფოტონეგატივი და სურათი, ინფორმაციის შემცველი ელექტრონული საშუალებები, კინოფირი, დიაპოზიტივი, დაკითხვის ფონოგრამა, ვიდეოჩანაწერის კასეტა, ნახაზი, გეგმა, სქემა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დამზადებული კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    287-ე მუხლის მე-6 პუნქტში ოქმზე ხელმომწერთა ჩამონათვალი ერთ ფორმულირებად შეიცვალა, მე-7 პუნქტით კი ოქმს დაერთვის ელექტრონული საშუალებებიც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 286შემდეგი მუხლი 288

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო სტენოგრაფია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააუქციონო დოკუმენტაციის მომზადებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2005
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 197მუხლი 326

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 134ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ
  • 135ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი
  • 175დაკავების ოქმი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 29ოქმი
  • 91¹⁷ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 288ოქმის შინაარსი
  • 125დათვალიერების ოქმის შინაარსი
  • 289ოქმის შედგენისა და გაფორმების წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 19ოქმი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 6ოქმი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 112ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61122991¹⁷192881252891973261341351757¹ (დ…287
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…დანაშაულის პრევენციის,…არასაპატიმრო სასჯელთა …