Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 135

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 135. ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის თავისებურებანი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები (მონაცემები), რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია.

2.ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.

3.კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად.

4.დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.

5.საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული.

6.ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები.

7.ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6949 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს გამოსაკითხი პირის სახელი, გვარი, ასაკი, მოქალაქეობა, განათლება, სამუშაო ადგილი, საქმიანობა ან/და თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა ბრალდებულთან თუ დაზარალებულთან, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, მისი დამოკიდებულება სასამართლოში გამოცხადებისა და ჩვენების მიცემისადმი, აგრეთვე ამ კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. გამოკითხვის ოქმში არ აღინიშნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები (მონაცემები), რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია. 2. ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. 3. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების, დათვალიერების და ამოღების, შეჩერებული გზავნილის დათვალიერების ოქმში აღინიშნება, კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული რომელი გზავნილი დაათვალიერეს და ამოიღეს, რომელი უნდა გადაეცეს ადრესატს ან დროებით უნდა შეჩერდეს და რა ვადით, რომელი კორესპონდენციის ასლი გადაიღეს, რა ტექნიკური საშუალება გამოიყენეს და რა გამოვლინდა ამის შედეგად. 4. დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში. 5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში უნდა აღინიშნოს: რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტი; კონკრეტულად რით გამოიხატა შემთხვევის ვითარების აღდგენა; რა შინაარსისაა ადგილზე მიღებული ინფორმაცია (ჩვენება); რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი იქნა აღმოჩენილი, დათვალიერებული და ამოღებული; რა დააზუსტა პირმა თავის ინფორმაციაში (ჩვენებაში); რა საცდელი მოქმედებები, როგორი თანამიმდევრობით, ვის მიერ, რამდენჯერ ჩატარდა და რა შედეგი იქნა მიღებული. 6. ამოსაცნობად წარდგენის ოქმში აისახება ამომცნობის, აგრეთვე ამოსაცნობად წარდგენილი პირის ვინაობა (მათ შორის, მისი მისამართი), ამოსაცნობად წარდგენილი სხვა ობიექტის ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებები. 7. ექსჰუმაციის დროს დათვალიერების ან ამოცნობის ჩატარებისას ცალკე ოქმი არ დგება და ამ საგამოძიებო მოქმედების შინაარსი აღინიშნება ექსჰუმაციის ოქმში. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6949 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი XVI კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №170 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ოქტ. 2019 – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 134შემდეგი მუხლი 136

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2025
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 113

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 134ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ
  • 120ამოღებისა და ჩხრეკის წესი
  • 121პირადი ჩხრეკა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 53ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 14პირის გამოკითხვა
  • 15პირის იდენტიფიკაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 240ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 29ოქმი

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 3ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები
  • 1ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 288ოქმის შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29312402881131341201215314157¹ (დ…135
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ადმინისტრა…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026